უმანო წინანდალი
უმანო

წინანდალი

თეთრიმშრალი

18.00 ₾


„წინანდალი“ თეთრი მშრალი, კონტროლირებადი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა. მზადდება რქაწითელისა და მწვანე კახურის ყურძნისგან, რომელიც კახეთში, წინანდლის მიკროზონაში მოჰყავთ.

ღვინო ღია ჩალისფერია, ოდნავ მომწვანო ელფერით, და ყვავილების მკვეთრი სურნელით გამოირჩევა. გემოში ტროპიკული ხილი იგრძნობა, მჟავიანობა ცოცხალია, დაბოლოებას კი მწიფე ატმის არომატი ახლავს.

კარგად უხდება თევზისა და ფრინველის კერძებს, ბოსტნეულის სალათებსა და ყველს.

  • მიირთვით 8-10°C ტემპერატურაზე.
  • ალკოჰოლის შემცველობა: 13%
  • შეინახეთ +5°C-დან +16°C-მდე ტემპერატურაზე.