მეღვინეობა

ჩვენი მეღვინეობა თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინანდალში მდებარეობს.

დღეს მეღვინეობა აერთიანებს ვენახს, ევროპული სტანდარტების საწარმოს, მარანსა და ენოთეკას.

2025 წელს დასრულდება ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა, სადაც განთავსდება სასტუმრო, რესტორანი, საძველე, სადეგუსტაციო სივრცე და საკონფერენციო დარბაზი.

ჩვენს ვენახში, რომელიც 30 წელზე მეტი ხნისაა, ქართული ჯიშები ხარობს: ქისი, ხიხვი, რქაწითელი, მწვანე კახური და საფერავი. წლებია, ადგილობრივ მევენახეებთანაც ვთანამშრომლობთ, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ყურძნით გვამარაგებენ.

საწარმო აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის ევროპული დანადგარებით და 8000 ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია.

ჩვენს მარანში დგას როგორც ახალი, ისე რამდენიმე საუკუნის ქვევრები დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან. მათი ჯამური მოცულობა 150 ტონაა.

ენოთეკაში 8000 ბოთლი ღვინო ინახება. ეს უნიკალური კოლექცია მოიცავს სხვადასხვა სახეობის ღვინოს, რომელიც კომპანიამ დაარსებიდან დღემდე დააყენა.