ჩვენ შესახებ
„კორპორაცია ქართული ღვინო“ 1999 წელს დაარსდა. მისი მთავარი საქმიანობა ალკოჰოლური სასმელების წარმოება და რეალიზაციაა.
ჩვენი საწარმო თელავის რაიონში, მეღვინეობით განთქმულ წინანდალშია. ღვინოს ვაყენებთ როგორც ძველი ქართული წესით, ისე ევროპული ტექნოლოგიით და რამდენიმე სავაჭრო ნიშნით ვყიდით.

პროდუქციის მაღალ ხარისხს ჩვენი წამყვანი ტექნოლოგების პროფესიონალიზმი განაპირობებს. საწარმოს ხარისხის ორი სერტიფიკატი აქვს: ISO 9001:2015 ხარისხის მენეჯმენტის სფეროში და ISO 22000:2005 სურსათის უვნებლობის სფეროში.
- ISO 9001:2015
- ISO 22000:2005
კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული, მათი უმეტესობა ადგილობრივია.
ღვინის გარდა, უახლოეს მომავალში ბრენდის, ჭაჭისა და ცქრიალა ღვინის წარმოებასაც ვგეგმავთ, რათა მომხმარებელს უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია შევთავაზოთ.

