
უმანო
რქაწითელი ქვევრი
ქარვისფერიმშრალი
18.00 ₾
„რქაწითელი ქვევრი“ ქარვისფერი მშრალი ღვინოა, დაყენებული კახეთში მოწეული რქაწითელის ყურძნისგან.
ღვინო ქვევრში, დურდოზე დადუღდა და დავარგდა უძველესი ქართული მეთოდით, რომლის ისტორიაც 8000 წელს ითვლის.
არომატში მკაფიოდ იგრძნობა ქიშმიში, თეთრი და ყვითელი ჩირი, თაფლი და მოხალული თხილი, დაბოლოებაში კი ღვინო ჰარმონიულ, დაბალანსებულ ტანინებს ავლენს.
კარგად უხდება შემწვარ ღორისა და ცხვრის ხორცს, ასევე დავარგებული ყველის ასორტს.
- მიირთვით 8-10°C ტემპერატურაზე.
- ალკოჰოლის შემცველობა: 12,5%
- შეინახეთ +5°C-დან +16°C-მდე ტემპერატურაზე.

