ონლაინ მაღაზია
აკიდო საფერავი კარბონული მაცერაციით
აკიდო

საფერავი კარბონული მაცერაციით

წითელიმშრალი

50.00 ₾


„საფერავი კარბონული მაცერაციით“ წითელი მშრალი ღვინოა, დაყენებული კახეთში მოწეული საფერავის ყურძნისგან. ყურძენი ფრანგული ტექნოლოგიით გადამუშავდა: მარცვლები კლერტს დაუზიანებლად მოაცილეს, ტემპერატურის კონტროლით უჟანგავ ავზებში მოათავსეს და მცირე რაოდენობით გადამუშავებული საფერავი დაუმატეს, რაც ფერმენტაციის დაწყებას უწყობს ხელს.

ღვინო მუქი ბროწეულისფერია, ინტენსიური შეფერილობით და საკმაოდ სხეულიანია. არომატით ახალი კენკრით არის მდიდარი, ხილის ტონები კი გემოში დიდხანს რჩება.

კარგად უხდება შემწვარ ხორცს, ცხვრის შემწვარ ნეკნებსა და ყველს.

  • მიირთვით 16-18°C ტემპერატურაზე.
  • ალკოჰოლის შემცველობა: 14%
  • შეინახეთ +5°C-დან +16°C-მდე ტემპერატურაზე.